შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ბორბალოს მწვერვალზე ამ მკერდით გატარებ
ავდარში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა
ცის ნამის ნაჟურით დაგიბან მაგ თოლებს
შეგამკობ პირიმზის ნაქარგი კაბითა.
shatilis asulo, lertsamo tanit’a,
tolebshi agarch’ev vazhkats’is khelit’a,
shatilis mt’ebidan t’ushet’shi tsagiqvan
kldeebze mp’rinavi saghara ts’khenit’a.
borbalos mtsvervalze am mkerdit’ gatareb
avdarshi dagits’av mets’khvaris nabdit’a
ts’is namis nazhurit’ dagiban mag t’olebs
shegamkob pirimzis nak’argi kabit’a.