ჩამოვიარე სევაო, გვერდზე დევიწყე წევაო
გოგოები იძახიან ნეტა ვის სახლში შევაო
გამოვიარე ფარახეთს, მამასახლისი გალახეს
გასაშველებლად მივედი, ერთი-ორი მეც მომარტყეს
ამოვიარე ურავში, გოგონა იწვა ხულაში
მივედი გადავეხვიე, გადავიგრიხე ულვაში
ლერწამისა ხესაო
ქორი მოჯდა წვერსაო
აქ ჩამოდი ჩვენსაო
ქალი მიქნევს ხელსაო
ვარიასაც ქე დაგიკლავ
ცარიელსა ძვლებსაო
ღვინოსაც დაგალევინებ
ცარიელსა თხლესაო
ხაჭაპურსაც გამოგიცხობ
ცარიელსა ხმელსაო
ტაში ბოშო გიორგუნა
არ გოუშვა ეგ გოგუნა
დოუკვირდი მაგასაო
მაგი ყიდის კაბასაო.
კაბას რავა დავამადლი
გოგოს ამისთანასაო.
ტაში, ბოშო, გულქანაო,
ლამაზო და სუქანაო,
ნეტა, შენი თავი მომცა
სასიმინდეს უკანაო.