შევხვდებით ისევ პატარა პარკში, ან ოცნებაში საკურთხეველთან, ჩაის კაფეში,ან ვიწრო ბარში მარტო თუ ვინმე უცხო მხლებელთან. შევხვდებით ბოლო სართულზე სახლის, ცოდვილ აზრებში გართული ხიბლით და გაკვირვებით იქ ჩემის ნახვით, უსიტყვო დიალოგს მოვაწყობთ ფიქრით. შევხვდებით სანაპიროზე ზღვის და გაირუნჯოს გრძნობებიც ფერში, ჩასვენებისას მდუმარე მზის, ბავშვივით ნიჟარებს ჩაგიკრეფ ხელში. შევხვდებით ყველა წერტილში აზრთა, შიგ გაზაფხულში, მარტში გპირდები და პაემანი სადაც დაარსდა, იქ სადაც დუმან პირამიდები. შევხვდებით მთაში ძველ წყაროს წყალთან, ანკარა გრძნობებს შეგასმევ პეშვით, დავტკბები ყოფნით საყვარელ ქალთან, გოგონავ, ბოდიშით რომ ვერ მოგეშვით. შევხვდებით თუნდაც სიგიჟის ძღვარზე, კარების ზღურბლზე მთლად გადარევის, ანდა ორკესტრის მინორულ ვალსზე, თუნდაც მკლავებში სხვა კავალერის. შევხვდებით აქვე ჩემს ძმა ბიჭებით, მაგ შენი ტრფობის ხედი არის. შენს დარაბებთან ყოველ ნაბიჯებით სულ ნამთვრალევი ხეტიალისას. შევხვდებით დანაოჭებულ მზერით, ურნასთან ნაგვით ან თავთან ხიდის, ავადმყოფ სხეულს განვკურნავ შენით, ამ გამყიდველთან გრძნობებს რომ ჰყიდის. შევხვდებით აზრში, უაზრობაში, გოგონა, ვერ გთმობთ ნუთუ ვერ ხვდებით. მინდა შეხვედრა, სხვა არაფერი, შევხვდებით, აუცილებლად შევხვდებით. შევხვდებით ქალაქის ბნელ მიდამოში, როცა მე მთვარის დუმილიც მართობს, როცა ამ ადგილს შენც ითარეშებ, როცა ჩემსავით დადიხარ მარტო. შევხვდებით თუნდაც მიწაში ცაში, ვულკანის ბოლო ამონთხევებთან, შევხვდებით ისევ პატარა პარკში, ან ოცნებაში საკურთხეველთან. See you again in the little park, Or in a dream at the altar, In a tea cafe, or in a narrow bar Alone if someone is with a stranger. We will meet on the top floor of the house, With a fascinating charm in sinful thoughts And to my surprise there, We will arrange a wordless dialogue by thinking. We will meet on the beach by the sea And to stir up feelings in color, Silent at sunset, Like a child, you pick up sinks in your hands. We meet at all points of view, Shig promises you spring, March And the date where it was founded, Where the pyramids are silent. We meet in the mountains near the water of the old spring, Ankara will listen to your feelings with Peshvi, I will enjoy being with my beloved woman, Girl, I'm sorry I didn't let you. We will meet even on the edge of madness, Fully moving on the doorstep, Or on the orchestra's minor waltz, Even in the arms of another cavalier. We will meet here with my brother boys, So here's a look at your truffle. With every step you take Totally intoxicated while wandering. We will meet with a wrinkled look, With a trash can or a bridge at the head, I will heal the sick body with you, That sells feelings with this seller. We meet in thought, in nonsense, Girl, you can't understand if you can't understand. I want a meeting, nothing else, We will meet, we will definitely meet. We will meet in the dark area of the city, When I am ruled by the silence of the moon, When you move this place too, When you walk alone like me. We will meet even in the sky, With the last eruptions of the volcano, See you again in the little park, Or in a dream with an altar. | |