ქარი აიხვეტავს ფოთლებს,
სუნთქვა თმაშევერცხლილ მთათა
ზამთრის მოლოდინში შეშას ვამტვრევთ ჩვენი ქოხის კართან.
ხვალე ნანადირევს მოგვრი კლდეზე დავიტყავებ მუხლებს.
თოვლით გატენილებს ცივებს , ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს
გაზაფხულის პირზე მზის ფერ ყვავილს დაგიკრეფდი კლდეში
გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს მორთულს ათასნაირ ფერში
თეთრად გავათენებთ ღამეს, გვეგოს ფარდაგი და ტყავი
ჩუმად მიმღეროდე რამეს მედოს შენს მუხლებზე თავი
გარეთ აბარდნიდეს თეთრად შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე
დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად მერე ლექსების თქმას მთხოვდე
ქოხი შუა ტყეში გვედგას ნალმიჭედებული კარით
მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას გარეთ მოგუგუნე ქარის.
არც შენ იქნებოდი ცოლი, არც მე მერქმეოდა ქმარი...