Revaz Laghidze -- Lashqruli (Lashkruli)
(ოპერიდან „ლელა“ & მუსიკა კ/ფ „ხევისბერი გოჩა“)
ჰეი, ჰეი და… ჰეიო.
..ვაჟკაცსა ომში სიკვდილი,
თავი მძინარე ჰგონია,
სისხლისა ღვარი ნადენი,
სალხინო ოფლი ჰგონია X2
..ასი წილისა თუ გაკლია
შოთამ დასდოსა ისარი
აზიდულსა ვერ შეწვდების
იგი სავანე ღვთისანი X2
(გაკრობა საკაცეზედა
ცხენზე შაჯდომა ჰგონია,
წინ რო ღვდელი გაუძღვება,
თავის შათირი ჰგონია,
ჩადება ბნელ სამარეში,
ლოგინში წოლა ჰგონია,
თავით ქვას რო დაუდებენ,
ცოლის ბალიში ჰგონია,
ზედ დაყრა შავის მიწისა,
საბნის დახურვა ჰგონია,
ბაყაყ-ჯინჭველის დასევა,
წვრილი ცოლ-შვილი ჰგონია,
ყელზედა გველის მოხვევა
ცოლის მკლავები ჰგონია,
ნაწვეთი მარმარილოსი
დედის ცრემლები ჰგონია.)