გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები.
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები,
თუ მზემ გადაუარა
და ჩაუქრო ალები.
მოვდიოდით მხარდამხარ
ცად რომ გვეუარესა,
აწ არ ვიცი, სადა ხარ
და რომელსა მხარესა.
კარგო, შენ არ დაიდარდო,
არასდროს გტოვებ მარტო,
შენ არ დაიდარდო.
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი
ო, იცი როგორ მიყვარს,
ოდნავ შეხებაც მათი.
ო, იცი როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც კარგო
მე ცრემლი მიყვარს შენი
შენი კისკისიც მართობს.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვილი არ მაქვს
შენი სურვილის გარდა.
მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად, მალვით
როგორც არასდროს არვინ
არ ყვარებია არვის.
კარგო, შენ არ დაიდარდო,
არასდროს გტოვებ მარტო,
შენ არ დაიდარდო ეე