გამომხედე მასპინძელო და ჭიქა წყალი მწყურია
გოგომ ღვინო მომიტანა და რა ყოფილა გურია
შევხედე და ელდა მეცა განა სადმე ვიჩქარი
აგარ ახლოს დაბრძანდიო და გამომიღო ჭიშკარი.
შენი გაღიმება ჩემი სიხარულია, რა ყოფილა გურია!
ხაჭაპური მომაწოდა და ღვინო დამალევინა,
ერთი ისე გამომხედა და სულიც დამალევინა
განა მართლა ღვინო მიყვარს ამერია გონება,
გოგოვ, ერთი მაკოცნინე და მამიშენის ცხონებას
შენი გაღიმება ჩემი სიხარულია, რა ყოფილა გურია
შენ ხა ჩემი ცივი წყარო და ჩემი გული მკურნალი
წყაროს პირას ჩამოსული არ გამიშვა მწყურვალი
მაგრამ გოგოს წყაროს წყალზე უფრო ცივი გული აქვს,
წვეთიც არ დამალევინა, რა ყოფილა გურია
შენი გაღიმება ჩემი სიხარულია, რა ყოფილა გურია
შენი გაღიმება ჩემი სიხარულია, რა ყოფილა გურია