ქარი აშრიალებს ჭადრებს
ზღაპრებს მოუყვება ლანდებს,
მერე დაუკოცნის ღამეს – თვალებს.
ჩუმად მოუყვება ღამეს
პირველ სიყვარულის ამბებს
სულში მოედება ჭადრებს, ჭადრებს.
მისამღერი:
.. მაინც არ მშორდება ფიქრები, ფიქრები
მგონია რომ სულ ერთად ვიქნებით, ვიქნებით
ფიქრებთან ერთად ჩემი იქნები, იქნები.
ამაღამ ალბათ ისევ იწვიმებს, იწვიმებს
ვიღაცა სადღაც ალბათ იტირებს, იტირებს
ის კი მაინც მშვიდათ იძინებს, იძინებს.
ისევ უსაშველო ქარი ქრის
ისევ უსაშვილოდ აწვიმს
ო, ეს გულიც სადღაც გამირბის, გამირბის.
ისევ უსაშველო ქარია
მწარე სევდამ სული არია
მთელი გული თითქოს მკვდარია, მკვდარია.
მისამღერი..
ქარი აშრიალებს ჭადრებს.