ვიცი, რომ მალე ისევ ერთად ვიქნებით ჩვენ
ცხოვრების გზაზე კვლავ ვივლით ერთად,
დაბრუნდი გთხოვე უშენოდ გავლილმა ყოველმა დღემ ,
შენზე ფიქრებით დამთოვა თეთრად...
უშენოდ გავლილი დღეები ძნელია
ხეები თოვლის ფიფქებივით დნებიან
მიდიან, ნელ-ნელა ქრებიან
ამიტომ დაბრუნდი, დარჩი და ნუ წახვალ
გამიღე გული, გრძობებს ნუ უმალავ!
დაბრუნდი! ნურასდროს ნუ წახვალ!
მე როგორც საღამო ნელ-ნელა ვბინდდები
ანკარა წყარო ვარ უშენოდ ვიმღვრევი
მინდა რომ გავფრინდე, ფრთებივით მჭირდები! X2
( ვიცი, რომ მალე ისევ შენ ჩვეული ღიმილით გაათბობ ქუჩას)