ფანდურო ჩემო ფანდურო სიამევ ჩემი გულისა
მთიდან მავალი წყარო ხარ უტკბესი სიხარულისა
გამარჯვებულის გულისთქმა ნუგეში დაჩაგრულისა
საქართველოში შენს ჟღერას ვერავინ მოშლის ვეროდეს
ქართველი ხალხის გულისთქმაც იმედით უნდა მღეროდეს
თქვენი უტკბესი გუგუნი გაზაფხულივით შვენოდეს
და ჩემი ქვეყნის ველ-მინდვრებს ვარდებად გადაფენოდეს
რა დაგაბერებს რა მოგკლავს ვაჟა-ფშაველას ძმობილო
მისი ლექსების ქარცეცხლში ხმალივით გამოწრთობილო
უკვდავი მგოსნის კალამთან მულივით ხმააწყობილო
მრავალი ახსოვს ჩვენს მიწას ქართველთა სისხლისდენანი
მრავალმა ქარმა იქროლა თავს დაგვკიოდნენ ძერანი
შენი ლარების ბუბუნი ვერ შეარყია ვერავინ
მტრის გულს არ გაახარებენ შვილნი ქართველთა მხრისანი
არ&