დავბადებულვარ საქართველოში
ღმერთმა მარგუნა დარი მზიანი
თუმდა მთავარი ჩემთვის ის არის
რომ ჩემი ერი არს ქრისტიანი
ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს
მივალ იქ სადაც უფლის სახლია
მუხლს მოვიდრეკ და ღმერთს შევღაღადებ
მოჰმადლე ჩემს ერს ის რაც აკლია
ერთგულება და ხვთის სიყვარული
რწმენა იმედი აღწევს სულში
მაშინ ბოროთი ვერას დაგვაკლებს
თუკი გვექნება ქართული სული
დავითისა და თამარის ერი
ძალას მოიკრებს არ დაკნინდება
ღვთიურ სიყვარულს მოაფრქვევს ირგვლივ
მწამს საქართველო კვლავ გაბრწყინდება