რაც არ უნდა
გერქვას შენი
სისხლია წითელი
რაც არ უნდა გეცვას
შენც დაიბადე შიშველი
და თუ გამიჭირდა
მითხარი ვინ
მიშველის?
ან საერთოდ არ ვიქნები ან
ვიქნები პირველი!
ხანდახან ვიბნევი
პასუხებს გთხოვ
როგორ ავაშენო ის
რასაც ვერ დაანგრევს დრო,
მოგმართავ შენობით
ვიყურები მაღლა
მხოლოდ შენ იცი
ვინც ვარ მართლა
სიყვარულს ვნახავ
დიდ ოჯახს შევქმნი
მოვივლი მსოფლიოს
ისტორიას შევცვლი,
ბოლოს გეტყვი
ქართული ოცნება ავიხდინე !
დავიბადე ცრემლებში
წასვლის წინ გავიღიმებ
დეკემბერი,1994
აქ ვარ-გამარჯობა ცხოვრებას
მოვედი მე-7-ე პალატა,მე-4-ე სართული
დავიბადე პარიზში
თავიდან ფეხებამდე ქართული
ნახე რას გავს ქართველია,თეთრია
მოდი დავცინოთ,მთელ სკოლაში ერთია
გეგონეთ სუსტი-შეგშლიათ
ქართულ ოცნ