მომენატრა შენი ხილვა,
შენი გულის ცემა,
შენი ტკბილი იავნანა
როგორ მენატრება. (რა რა.. ო რა..)
სიზმარშიც კი შენს ქუჩებში
ჩემს თავს ვხედავ ნათლად,
შენს ლოდინში ბავშვის გული
ძალზე დაითანგა. (რა, რა, ო რა..)
მისამღერი: აფხაზეთო ჩემო,
ჩემო აფხაზეთო!
ჭრილობა და ცრემლი –
შენ ხარ ერთადერთო.
სიყვარულის, ძმობის
და სიმღერის ფესვო,
ჩემი ზღვა და მიწა
დამიბრუნე ღმერთო. (რა რა, ო რა..)
კვლავ დადგება
იმედის დღე,
ასრულდება ვიცი
და ღიმილი შეცვლის უმალ
ბავშვის მწარე ქვითინს,
მოგეხვევა, დამშვიდდება
შენი სითბოს ხიბლში,
სიყვარული გაიმარჯვებს
და ნათელი მისი.(რა რა, ო რა..)
მისამღერი (2)
მომენატრა შენი ხილვა,
შენი გულის ცემა,
შენი ტკბილი იავნანა
როგორ მენატრება